თამარ ჩიბურდანიძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნედ პრაისმა არ იცის ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი კანონპროექტის შესახებ – ცხადია, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელება სჭირდებათ

Read Time:1 Minute, 11 Second

ისტერიკა, რომელიც დღეს ევროპიდან და სრულიად დასავლეთიდან მოდის, ეფუძნება არა იმას, რომ საქართველომ შეცდომა არ დაუშვას, არამედ სულ სხვა მიზეზს – შიშს. რატომ ეშინია დასავლეთს ამ კანონის მიღების? პასუხი მარტივია – ეს კანონი რომ 2003 წლამდე ყოფილიყო, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, მსგავსი რევოლუცია იგეგმება და ეს გეგმა ნელ-ნელა ეშლებათ, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ის „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებას გამაოგნებელს უწოდებს.

„აშშ-ის მიზანი ხომ ის არის, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაზარდოს, ძლიერ სახელმწიფოდ აქციოს და ჩვენს პატარა ქვეყანას დაეხმაროს? ჩვენ გადმოვიღეთ მათი კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ განცხადებები, რომლებიც ამ საკითხზე მოვისმინე, გამაოგნებელია. საქართველოს რატომ არ ჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და სჭირდება მხოლოდ ამერიკას? საქართველო დღეს ჰიბრიდულ ომშია. სამწუხაროა, რომ დღეს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ უკვე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ დასავლეთის გარკვეული ფენებიც აწარმოებენ. ღმერთმა იცის, ხვალ საიდან დაიწყება ახალი ჰიბრიდული ომი… ფაქტია, რომ ისტერიკა, რომელიც დღეს ევროპიდან და სრულიად დასავლეთიდან მოდის, ეფუძნება არა იმას, რომ საქართველომ შეცდომა არ დაუშვას, არამედ სულ სხვა მიზეზს – შიშს. რატომ ეშინია დასავლეთს ამ კანონის მიღების? პასუხი მარტივია – ეს კანონი რომ 2003 წლამდე ყოფილიყო, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, მსგავსი რევოლუცია იგეგმება და ეს გეგმა ნელ-ნელა ეშლებათ. რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნედ პრაისმა არ იცის ამერიკული კანონიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი კანონპროექტის შესახებ და ხაბეიშვილისგან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა – ცხადია, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელება სჭირდებათ, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“ – რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?!
Next post რატი ბრეგაძე: „თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“