თამარ ჩიბურდანიძე მზექალა შანიძეს პასუხობს-გჯეროდეთ, მე არ ვიქნები იმ გუნდში, სადაც პატივს არ სცემენ მეცნიერებას ჩვენი გუნდი ზუსტად იმ ღირებულებებზე დგას, რითაც თქვენ ზრდიდით თაობებს. ჩვენთვისაც მთავარი საფიცარი ღმერთი და სამშობლოა. ჩვენგან ღალატი არ იქნება. დღევანდელმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყნის და დედა ეკლესიის ერთგულია

Read Time:1 Minute, 15 Second
? თამარ ჩიბურდანიძე მზექალა შანიძეს პასუხობს
? „ქალბატონო მზექალა, რამდენიმე წლის წინ, თქვენი ორგანიზაციის სახელით გადმომეცით დიპლომი როგორც წარმატებულ ქალს, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ბევრი ჯილდო მიმიღია ცხოვრებაში, მაგრამ თქვენსას განსაკუთრებული სიყვარულით ვინახავ. როგორც ყველა ქართველი, მეც უდიდეს პატივს გცემთ.
გჯეროდეთ, მე არ ვიქნები იმ გუნდში, სადაც პატივს არ სცემენ მეცნიერებას, მე თავად ვარ ახალგაზრდა მეცნიერი და თქვენსავით მეც ვარ დაინტერესებული ქართული მეცნიერების განვითარებით. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს არის.
ჩვენი გუნდი ზუსტად იმ ღირებულებებზე დგას, რითაც თქვენ ზრდიდით თაობებს. ჩვენთვისაც მთავარი საფიცარი ღმერთი და სამშობლოა. ჩვენგან ღალატი არ იქნება. დღევანდელმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყნის და დედა ეკლესიის ერთგულია. ასეთები მტრულ საქმეს არ აკეთებენ. ასეთები მხოლოდ ქვეყნისთვის იღწვიან.
გვესმის თქვენი სამართლიანი წუხილის. ოპოზიციის წყალობით, კანონპროექტის დეტალური განხილვა ვერ მოხერხდა, თორემ ამას აუცილებლად გაიგებდით. კანონპროექტი მხოლოდ დემოკრატიულ ჩარჩოში ზის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ ეხება მეცნიერების დაფინანსებას, არ ეხება უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ისედაც შპს-ები არიან და არ ეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, ასევე, არც იმათ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროექტებს. ამის შესახებ ჩვენი მოძრაობის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება.
გარდა ამისა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის სწორედ განვითარებული, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, მათი კანონმდებლობების ასლი და არა რუსეთიდან გადმოღებული ინიციატივა. თქვენ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნარატივის ზეგავლენის ქვეშ ხართ მოქცეული. არ დაიჯეროთ, ჩვენი კანონპროექტი არ ლახავს და არ ზღუდავს სამოქალაქო სექტორის მუშაობას. ის მხოლოდ გამჭვირვალეს ხდის მათ საქმიანობას, რაც თავისთავად, დემოკრატიის მთავარი მოთხოვნაა.
ქალბატონო მზექალა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თქვენ მიმართ უდიდეს პატივისცემას მე და ჩვენი გუნდის ყველა წევრი“-წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
Next post გია ხუხაშვილი: არ გამოვრიცხავ, ივანიშვილს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენად შეეშინდა, რომ პუტინს ერთგულება შეუთვალა – მე აქ ვარ, წყნარად ვართო