თამარ ჩიბურდანიძე: ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა – ქართული ეკლესია ძლიერდება

Read Time:39 Second

 „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში მრევლის მომატებული რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა მცდელობამ „შედეგი გამოიღო“ – ტაძრებში მორწმუნეთა რაოდენობა გაიზარდა.

„დღეს, ქართულ მართლმადიდებელ ტაძრებში საგრძნობლად შესამჩნევი იყო მორწმუნე მრევლის რაოდენობა. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლამ, პირიქით, მრევლის რაოდენობა გაზარდა – ქართული ეკლესია ძლიერდება. ფსევდო ლიბერალებისა და ბოლშევიკების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგაც კრახით სრულდება. საუკუნეების მანძილზე ბევრად უფრო მძიმე ბრძოლები გადაუტანია ქართულ ეკლესიას და უფლის წყალობით, სარწმუნოება არასოდეს დაუკარგავს.

ეკლესია ძლიერია მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სწორ, ეროვნულ პოლიტიკას ატარებს და იცავს სულიერ ღირებულებებს. დღეს ამის საფრთხე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება გარანტია ქართული ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებისა.

სწორედ ამიტომ, ამაოა ურწმუნო ოპოზიციის ყველა მცდელობა, გაანადგუროს ქართული ეკლესია. ეს უზარმაზარი მრევლი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში ოდესმე უღმერთობამ და უზნეობამ იზეიმოს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ოპოზიციას უნდა, რომ საქართველო იყოს ბორანი, რომელზედაც ვისაც უნდა მოგვაწვება
Next post „არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს