თამარ ჩიბურდანიძე: დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა პრემიერო

Read Time:49 Second

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ხალხის მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება. მჯერა, ღირსეულ პრემიერს კვლავ ღირსეული შეცვლის.

დიდი წნეხის მიუხედავად შენარჩუნებული მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში – მადლობა ამ მიღწევისთვის. ბოლო ორი წლის პროცესები და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური სვლები სასწავლო ქეისად გამოდგება სტუდენტებისთვის. ეს იყო მტრული განზრახვით, ხელისუფლების დამარცხების სურვილით, განადგურებისთვის განწირული ქვეყანა და პირიქით, ბრწყინვალე გამარჯვება ამავე მტრულ ბანაკზე.

ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტიზმი ჩვენს მეხსიერებას ყოველთვის სამაგალითოდ დარჩება. როდესაც სახელმწიფოს მართვაში მთავარი პრინციპი ქვეყნისადმი ერთგულება და ეროვნული ღირებულებებია, ეს ყოველთვის წარმატებულ შედეგს დებს, რისთვისაც ხალხი მადლიერია და დადებითად აფასებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა როტაციის პრინციპი – გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა
Next post დავით თორდია-მინდა ორივე ირაკლის წარმატება ვუსურვო