თამარ ჩიბურდანიძე: ბაიდენის ადმინისტრაცია ღია სადამსჯელო ქმედებებზე გადავა და შეეცდება მსოფლიოში ხელიდან გაშვებული მართვის სადავეების მოჭიმვას რეპრესიების ხარჯზე

Read Time:58 Second

საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ამსახველი ფოტო ნათლად ასახავს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის რეალობას. ეს ფოტო მიუთითებს იმაზე, თუ ვინ ხდება მსოფლიოს ახალი ლიდერი სახელმწიფო. მაკრონის უკან ამერიკისგან დასუსტებული ევროპა დგას, სი ძინპინის უკან კი – ამერიკისგან რეალურად გაძლიერებული და არა დამარცხებული რუსეთი. და ეს ყველაფერი ბაიდენის უსუსტესი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ასრულებს ამერიკის ჰეგემონიას მსოფლიოში და გზა ახალ ლიდერ სახელმწიფოს უხსნის, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ღია სადამსჯელო ქმედებებზე გადავა.

„ამ რეალობის შემდეგ, ბუნებრივია, ბაიდენის ადმინისტრაცია ღია სადამსჯელო ქმედებებზე გადავა და შეეცდება, ხელიდან გაშვებული მართვის სადავეების მოჭიმვას რეპრესიების ხარჯზე. ეს კი უფრო დიდი კოლაფსის წინაშე დააყენებს დასავლეთს.
მართალია, ამერიკაში რესპუბლიკელები ცდილობენ ამ კოლაფსიდან ამოსვლასა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ლიდერი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებას, მაგრამ პოლიტიკა ის სფეროა, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს და დროს უკან ვეღარ დააბრუნებ.
ფაქტია, მსოფლიო ახალ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს და ეს რეალობა დასავლეთს ისევ საკუთარი შეცდომების ხარჯზე, ლიდერობისგან აშორებს.
სამწუხაროდ, საკუთარი შეცდომებისგან გაბრაზებული ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების რეპრესიები ჩვენზეც გავრცელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ისწავლა მსოფლიომ ქართველი ხალხის ხასიათი – რაც უფრო მეტად წნეხ, მით უფრო მეტია წინააღმდეგობა ხალხში, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა.
ქართველი ხალხის სიბრაზე კი ყოველთვის, მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში, ქართველი ხალხის გამარჯვებით მთავრდება. ასე იქნება ახლაც“, – თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახევი
Next post ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს