თამარ ჩარკვიანი: ხაზარაძემ ჯერ იმ “დალატკულ” 150 000 ოჯახს გასცეს პასუხი, მისი ბანკის კაბალური პირობების გამო ღია ცის ქვეშ რომ დარჩნენ

Read Time:49 Second

ხაზარაძემ ჯერ იმ “დალატკულ” 150 000 ოჯახს გასცეს პასუხი, მისი ბანკის კაბალური პირობების გამო ღია ცის ქვეშ რომ დარჩნენ. ეს ხალხი ხაზარაძის პარტიას ოდესმე ხმას მისცემს?! რა თქმა უნდა, არა!”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

“ოპოზიციაში ვიყავი წინა ხელისუფლების დროს და ზედმიწევნით კარგად ვიცი, მაშინდელი ოპოზიციონერებისთვის ყოფილი პროკურორები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები  არ არიან ის პოლიტიკოსები, ვისაც ხმას მისცემენ.

პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვის გამოც მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, უმეტესი ნაწილი მიუღებელი ჩინოვნიკებისა, სწორედ 2ნიკას პარტიაშია გაერთიანებული.

შუა ხმებზე მონადირე პოლიტიკოსებმა ფაქტობრივად, ხალხს უთხრეს, რომ ჩვენ კარგი ბიჭები ვართ, პარტიებს ვაფუძნებთ და ჩვენს წილ პასუხისმგებლობებზე, შეცდომებსა თუ დანაშაულებზე პრეზიდენტი სააკაშვილი იხდის სასჯელსო.

ამ ქვეყანას მინიგარქები არ სჭირდება. ამიტომ შეუძლებელია ხაზარაძემ შუა ხმები აიღოს და ამიტომაცაა შიდა კვლევებით მისი რეიტინგი კლებადი. ჯერ იმ “დალატკულ” 150 000 ოჯახს გასცეს პასუხი მისი ბანკის კაბალური პირობების გამო ღია ცის ქვეშ რომ დარჩნენ, ეს ხალხი ხაზარაძის პარტიას ოდესმე ხმას მისცემს?! რა თქმა უნდა, არა! თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მე ხაზარაძესთან შედარებით გაცილებით მეტს პარტია “ახალს” ვთხოვ”,- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე…“ – ილია თოფურიას ემოციური შეხვედრა ბაბუასთან
Next post დიმიტრი შაშკინი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს