თამარ ჩარკვიანი დეკანოიძეზე: სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს, ხატია გენაცვალე, უთუოდ შეგეტყობოდა!

Read Time:2 Minute, 35 Second

როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა-თქო გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე ცნობილი ფრაზით დუეტში –  “აქციამ აქტუალურობა დაკარგაო” – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა, ეს ხატია დეკანოიძე , დღეს მერაბიშვილის მლანძღველი იმ წლებში კი მისი მაღალჩინოსანი და უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ მერაბიშვილისა, ყველაფრის შემსრულებელი მუდამ მიშა სააკაშვილის ხმებით მოსიარულე, ნაც მოძრაობის ფრაქციის ხლმძღვანელი, რომელსაც მანდატი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან დატოვება რომ გვინდოდა პარლამენტის( რადგან მოგეხსენებათ რომ ყველაზე მეტი მანდატი ნაცმოძრაობას ჰქონდა და გადამწყვეტი ხმაც მისი იყო, ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის დატოვებას ) ეს ფინანსებზე (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) ძლიერ დამოკიდებული დეკანოიძე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი , სიტყვა რომ არ დაუძრავს ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა თუ დანაშაულზე დღეს რომ თავს იკლავს “მაშინ ცუდი ამბები ხდებოდა და ჩემთვის წითელი ხაზიაო” და ახლა რომ აღმოაჩინა წითელი ხაზები 2023 წელს , კი მაგრამ, მაშინ რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა მონაწილე რომ იყო როგორც პოლიციის მაღაჩინოსანი და თავზე დიდი ქუდი ეხურა პილიციელის, ან დარბევაზე, ან რაიმე დანაშაულზე, ან,ან,ან. ვახ ეს შუბლის ძარღვი “მაყუთთან”ერთად წყდება თუ ისედაც გაწყვეტილი აქვთ და მერე იწყებენ ფიქრს როგორ იშოვონ ფული , ახლა უკვე სხვის ბეღელში ან ბანკში, ნუ მიშა ამ ჩურჩუტებს ციხეში გამომწყვდეული და დაუძლურებული ეგულებათ და ახალ “სადგომს ეძებს ” , მე ვერ ვასწავლი ერთგულებას და მეგობრობას დაგვიანებულია მისთვის, მაგრამ ნაცრის შეყრა თვალებში უკვე მეტისმეტია. 2 წლის წინ მიშას გამო აქცია რომ დავგეგმეთ ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი მელიასთან ერთად დეკანოიძე რომ გაჰკიოდა : არ მიხვიდეთ რუსთაველზე ჩვენი პარტიის აქცია არ არისო, გეგონება ჩემთვის კეთდებოდა ის აქცია???? ჰოდა, ახლა ეს ბედავს ,ეს უტიფარი “პოლიციელი” დეკანოიძე თითის გაშვერას , იმ “თითის” აწეული რომ ჰქონდა და მაღალჩინოსანი რომ იყო და შვილმკვდარ დედებს რომ უქნევდა უტიფრად. მიშას ხმებით ფინანსებით შევარდნენ პარლამენტში და საერთოდ “შეიქმნენ” ზოგიერთები ,უღალატეს მიატოვეს კაცი, ჩამოიყვანეს “მე მის მაგივრად ჩამოვიდოდიო ” გახსოვთ მელიას გამოსვლა ტვ პირველზეც, მესამე პრეზიდენტის ტელეფონს არ პასუხობდა “ზოგიერთი” როცა საჭირო იყო ,მარტო დატოვეს ( იხ მათი ინტერვიუდან ამონარიდი) ვინც რაიმე დავგეგმეთ -აქცია პირწმინდად ჩაგვიშალეს, რადგან მათ ხელში იყო ყველაფერი თავმჯდომარე მელიას და ფრაქციის ხელმძღვანელის დეკანოიძის , ბუნებრივია ამომრჩეველი მათ ემორჩილებოდა. თავად კი დიდ მრავალათასიან აქციებს შლიდნენ და ხალხი პიპინ-პიპინ წრეზე დაჰყავდათ სანამ ნიღილიზმი არ დათესეს , არადა ერთადერთი გადარჩენა და რისიც ხელისუფლებას ეშინია და უკან იხევს, ხალხის პროტესტი და ბრძოლაა ეს ფაქტია.როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა თქო ,გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე მათი ცნობილი ფრაზით დუეტში : “აქციამ აქტუალურობა დაკარგაო”…და აი ამის ჩამდენი , ელისაშვილთან მისული ინიციატივით და ლევან იოსელიანის უფლების დამცველად არჩევის ინიციატორი პარლამენტში და დღეს “ბანკირებთან” გარიგების დიდად მოსურნე , ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას… ჩემი ბრალია გავუფრთხილდი მაშინ, პროცესი არ დაზიანდეს თქო და წყალი ჩავიგუბე პირში სააკაშვილის მდგომარეობის და საერთოდ პროცესის გამო . ახლა უკვე ლუსტრაცია მოხდა ამაზე უარესს ვეღარ გააკეთებენ ლუსტრაცია მოხდა და კარგია, თორემ ამ ზოგიერთი ცუღლუტი ფეიკ ოპოს წყალობით და ამ ზოგიერთ უსინდისო “ნაჩინოვნიკარზე” ხელის დაფარებით აღმოჩნდა პროცესი განადგურებული. როგორც ჩანს ასეა ბატონებო ბრონჯავშნოსანი ჯიპები , ისე ჯიპები (ამ გაგანია ბრძოლის დროს ,როცა აქციებს ბუნებრივია მოწყობას ფინანსი სჭირდებოდა და არ გვაქვსო წუწუნებდნენ), ციდან არ ცვივა ბონირწბული მანქანები საჩუქრებად , ჰოდა რის ფასად ხდებოდა ალბათ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია. არ მსურდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა ხედავთ რომ არ მოისვენეს.

P.S ეჰ სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს ხატია გენაცვალე უთუოდ შეგეტყობოდა!“- წერს ჩარკვიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გვექნება თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში
Next post ისტორიაში პირველად – საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა?