თამარ ზაალიშვილმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო

Read Time:34 Second

პროფესორმა თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო.

ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის – ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.

თამარ ზაალიშვილი ასევე უჩიოდა მარინე მიქაუტაძეს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და სიუჟეტში რესპონდენტი იყო. ის დიპლომების გაყალბების შესახებ საუბრობდა. სასამართლომ მასაც 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ მარტივი პრინციპები გვაქვს – სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად
Next post მიხეილ ყაველაშვილი: ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომ მათ ჩვენთან სურთ გაერთიანება – იქნებიან პოლიტიკოსებიც, საზოგადო მოღვაწეებიც