თამარ გაბუნია: თუ დადებითობის მაჩვენებელი შენარჩუნდება 4%-ს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ

Read Time:20 Second

„როდესაც ჩავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება 4 პროცენტს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ეს იქნება რესტორნები და სხვა დანარჩენი ბიზნესი. ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს იმისთვის, რომ ყველა წესი იყოს დაცული. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება – პირბადის ტარებაზე მონიტორინგი გამკაცრდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3%-ს ჩამოცდა
Next post რუსეთთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს.