თამარ გაბუნიამ განმარტა როდის შეიძლება ველოდოთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლის კლებას

Read Time:37 Second

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუმში შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ქალაქში მკაცრი ზომები ტარდება.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მდგომარეობის სტაბილიზაციაზე. კარგია ის, რომ შემთხვევების გაფანტვის სურათი არ გვაქვს და ინფექცია მეტად ლოკალიზებულია ბათუმში, რაც კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ინფექციის სტაბილიზაცია და კონტროლი მოხერხდეს ადგილზევე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გაირკვევა თუ რამდენად მოხერხდა აფეთქების ბათუმში ლოკალიზება.

„შემდეგი ერთი კვირა იქნება იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავინახოთ სურათი თუ რამდენად მოხერხდა სიტუაციის ლოკალიზაცია ბათუმში და უკვე ამის შემდეგ შესაძლოა ველოდოთ შემთხვევების კლების ტენდენციას“, – განმარტა გაბუნიამ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების და განსაკუთრებით პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნიღაბი ყველა ეფექტიანი დამცავი საშუალებაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში პირბადის გარეშე მგზავრობის გამოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 573 პირს შეეზღუდა
Next post კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 126 აჭარაში დაფიქსირდა