თაკო ჩარკვიანი – მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო რინგზე, რაც უხერხულია

Read Time:43 Second

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება.

ამასთან, ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიამ მამა, ანზორ მელია „ძალიან ღიად ჩართო რინგზე, რაც უხერხულია“.

თაკო ჩარკვიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ გიგზავნით თუ არა ნიკა მელია ტროლ-ბოტებს“.

„რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნის ხალხის მობილიზება, ამას არასდროს აკეთებს.

„ძალიან უცებ დაინიშნა ეს სასამართლო პროცესი და ხალხის მობილიზება ვინც უნდა გააკეთოს, ის არასდროს აკეთებს ამას, ეს ეკუთვნის პარტიის თავმჯდომარეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ლაცაბიძე ოპოზიციაზე: რუსთავის პრობლემებს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ. თუმცა, ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რა რესურსით უნდა გავაორმაგოთ ბიუჯეტი
Next post ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება