თათო გვარიშვილი- ყველას, ვინც კალაძის დისკრედიტაციისთვის ჩემი შვილი გამოიყენა, სასამართლოში შევხვდები!

Read Time:40 Second

,,არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა, თუმცა საჭირო გახდა სამწუხაროდ…. გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით, დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან დამეთანხმებით რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია. რაც შეეხება ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით (ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები  დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა-აუცილებლად შევხვდები სასამართლოში. აღარ ვლაპარაკობ სააგენტო ნიუ პოსტზე, რომელიც მზად არის კალაძის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს 16 წლის შშმ ბავშვი.
რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ ვიდრე “კეთილისმსურველები”- წერს გიგის დედა თათო გვარიშვილი.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რას ფიქრობენ ბავშვები ბავშვთა დაცვაზე? – ACT-ის ვიდეორგოლი
Next post ჩინელი ბიჭის მიერ წაკითხული ქართული ლექსი