თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

Read Time:38 Second

სხდომა ონლაინ ფორმატში, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის
ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე და საჯარო
მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებზე იმსჯელა.
ასევე, განიხილეს მედიით გავრცელებული საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის
ფაქტები და კომპეტენტური უწყებებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ამ ფაქტების
მიმართ გატარებული პრევენციული ღონისძიებების და რეაგირებების შესახებ. პროცესი
არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
სხდომაზე 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების
გამოუყენებლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის შესახებაც იმსჯელეს. მემორანდუმის
ინიციატორია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES), ხოლო დოკუმენტის
ხელმომწერი მხარეები არიან როგორც ცესკო და სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო
ორგანიზაციები.
როგორც აღინიშნა, გაგრძელდება მუშაობა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებების
სწორი ინტერპრეტაციისთვის – შემუშავდება რეკომენდაციები და დაეგზავნება შესაბამის
უწყებებს შესასრულებლად.
კომისიის სხდომები მომდევნო კვირიდან ინტენსიურ (ერთკვირიან) რეჟიმზე გადავა.
კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
Next post პროპორციული სიით წარდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატები