თავისი ციხეები გაიხსენოს, როცა 150 პატიმარი კვდებოდა – სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე

Read Time:36 Second

სოზარ სუბარი “ღამის კურიერში” მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის, პრაქტიკულად, “რუსულ ციხეში ზის”:

“თავისი ციხეები გაიხსენოს, როცა 150 კაცი კვდებოდა ციხეში, როცა 24 ათასი პატიმრიდან 12 ათას ჰქონდა C ჰეპატიტი და წელიწადში ტუბერკულოზის 2 ათასი ახალი შემთხვევა იყო, როლებსაც არ მკურნალობენ, უბრალოდ.  შეადაროს იმ ციხეებს, სადაც ადამიანებს ცემით კლავდნენ, სადაც მიცვალებულებზე აბამდნენ და სადაც მთელი დღის განმავლობაში პატიმრებს არ ჰქონდათ დაჯდომის უფლება. სადაც, ადამიანები რომ გამოდიოდნენ ციხიდან, ვერ ლაპარაკობდნენ, რამდენიმე წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩურჩულის მეტი არაფრის უფლება არ ჰქონდათ [პატიმრობისას]. მაშინდელი ციხე იყო ერთ-ერთი უარესი მთელს მსოფლიოში და დღეს საქართველოს ციხეები არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, ევროპის მასშტაბითაც კი. ამაზე შემიძლია თავი დავდო, იმიტომ რომ ამ სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ,” – ამბობს სოზარ სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში
Next post რამდენიმე საათი არჩევნებამდე – გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მიმართეს