თავდაცვის სამინისტრომ 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონა

Read Time:33 Second

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ხუთი ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში გადაეცემათ.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივას მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა. ბინები დაუკანონდებათ, როგორც მოქმედ, ისე ყოფილ სამხედრო პირებს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს ინიციატივა და მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა პრობლემას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ პრაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აღნიშნულ ბინებში. ეს ვითარება პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინმა“ იცოდა, რომ კანონს არღვევდა, გარდა ამისა უკვე 10 თვეა ის კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს“
Next post კახა ბექაური: სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, კარგია, რომ ეს გაითავისა ბიზნესმაც