ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებას უფრო მეტად გაავებული პოლიციელები სჭირდება, რომ აქციებზე კიდევ უფრო უხეშად მოიქცნენ

Read Time:41 Second

ხელისუფლებას უფრო მეტად გაავებული პოლიციელები სჭირდება, რომ აქციებზე კიდევ უფრო უხეშად მოიქცნენ – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იგონებენ ეგეთ სისულეებს, თითქოს მე პოლიციელებს ძაღლები დავუძახე. ვერავინ ვერ დადებს ჩემს ჩანაწერს, სადაც პოლიციელს აგდებულად მოვიხსენიებ. მიტინგებზეც კი, სადაც პოლიციელებს რაღაცებს ეძახიან, მე არასოდეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ, სულ ვესაუბრები, ვუხსნი ხოლმე, რაზეც დამცინიან აქეთ, მათ შორის ჩემი მხარდამჭერებიც. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დემონსტრაციები, თუ ქუჩაში პროტესტები იქნება, უფრო მეტად გაბრაზებული, უფრო მეტად გაავებული პოლიციელები სჭირდებათ. ეს ტენდენცია ისედაც ჩანს, ყოველ შემდეგ ჯერზე პოლიცია გაცილებით უფრო უხეშად იქცევა, ვიდრე მანამდე და შედარებაც არ არის. ეტყობა საკმარის ბრაზს ვერ ხედავენ და  ცდილობენ კიდევ უფრო გააბრაზონ და იგონებენ ეგეთ სისულეებს, რომ შემდეგ ჯერზე დემონსტრაციის დროს თუ რაღაცა იქნება, კიდევ უფრო უხეშად მომექცნენ და ის ცემა არ მაკმარონ, ვიდრე მარტის დასაწყისში“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლებს შეხვდა
Next post 5,8000 – ბათუმში გოლიათი მართა დაიბადა