ზურაბ ჯაფარიძე: ძლივს დასავლეთში ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას აზრი არა აქვს, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება მათ საპირისპიროს უმტკიცებს

Read Time:37 Second

ძლივს დასავლეთში ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას აზრი არა აქვს, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება მათ საპირისპიროს უმტკიცებს – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„თუ მართლა ისე შეხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან რუსები, არაფერზე კითხვის ნიშანი არ გაქვს. მათი ნებისმიერი ნაბიჯი, გამონათქვამი –  ეგრევე ხვდები რატომ აკეთებენ ამას, კითხვის ნიშნები აღარ რჩება. დღეს დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას აზრი არ აქვს, რუსეთის ბუნებას ამ გზით ვერ შეცვლი და ჩვენ გვყავს ამ დროს უზურპატორი ხელისუფლება, რომელსაც ფირფიტა აქვს გადატრიალებული და დასავლეთს იქით ვეუბნებით, რომ თურმე შეიძლება რუსეთთან თანამშრომლობა, მუშაობა, ბალანსის პოვნა. ვინ დაიჯერებს ამას? ძლივს იქ ყველამ გაიღვიძა, ყველა ერთ ჭკუაზე დადგა და ჩვენ აქედან, პუტინს პარტნიორ ქვეყნებში რომ გავყავართ, თურმე ბალანსი გვიპოვია“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა თემების მიხედვით – 2022-ში – ევროპისკენ, 2017-ში – შოთა რუსთაველი, წლევანდელია – თავისუფლება
Next post დავით ქართველიშვილი: ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ „დენით“ გარდაცვლილ ადამიანებს