ზურაბ ჯაფარიძე: შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი

Read Time:29 Second

არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ რთული საუბარი იყო, თუმცა შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ელოდა.

„ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, რაზეც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე მოხდა პოზიციების დაახლოება, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ, ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით – ეს არის მიზანი
Next post ბადრი ჯაფარიძე: შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა