ზურაბ ჯაფარიძე: გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდეთ

Read Time:49 Second

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს , – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

“შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” გაძლიერდეს.

ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე „დროასთან“ და „სტრატეგიასთან“. საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა, მათ შორის 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას ერთად ვაორგანიზებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს: ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ, ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით?
Next post გია ცაგარეიშვილი: ბოლოს, ლომჯარია როდის იხილეს რომელიმე პატიმართან შესული, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავის ახსოვს