ზურაბ ჩხაიძე: ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს – მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება რა თქმა უნდა სერტიფიცირებულია, კლინიკას კი რეანიმაციული განყოფილება აქვს

Read Time:1 Minute, 10 Second

დანიშნულება, რაც რეკომენდებულია, ყველაფერი სრულდება. ყველა მეთოდი, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები თუ ა.შ., ეს ყველაფერი პაციენტს ჩაუტარდა. თუ რაიმე არ ჩაუტარდა, არ ჩაუტარდა მისი მდგომარეობიდან ან მისი პირადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენი დიაგნოზები სრულად გვაქვს ფორმირებული. ამაზე ალბათ, დასკვნას დადებენ ექსპერტები – 7-თვიანი მკურნალობის შედეგზე და იმსჯელებენ. საუბარი იყო რეაბილიტაციაზე. რეაბილიტაციას პირობები ალბათ ჩვენს კლინიკას ნაკლებად გააჩნია, თუმცა, საწყისი სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ფიზიოთერაპია, მასაჟი თუ ა.შ., ეს ყველაფერი დაწყებულია“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – ადასტურებს თუ არა ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც არ არის ავტორიზებული, ჩხაიძე ასე პასუხობს:

„ზოგადად, ეს დამოკიდებულება, თუნდაც მისი ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი გაკვირვებას იწვევს. გაჟღერდა, რომ რაღაც მედიკამენტები ამერიკულ სისტემაში არ არის რეგისტრირებული, თუმცა, არის ჯგუფი მედიკამენტებისა, რომლებიც შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული იქ, მაგრამ ევროპის ქვეყნებში გამოიყენება. მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ქართულ კლინიკაში, რა თქმა უნდა ლიცენზირებულია, სერტიფიცირებულია, ჩვენი სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირების სააგენტოს თუ მედიკამენტების ფარმაციის კონტროლის სამსახურების მიერ. ეს რა თქმა უნდა მცდარი შეხედულებაა ადვოკატების მხრიდან. ასევე გაჟღერდა, რომ კლინიკას არ გააჩნია რეანიმაციული განყოფილება, რაც სრული აბსურდია. მე ძალიან მიკვირს, იურისტისგან, რომელიც როგორ უნდა მსჯელობდეს, რომ კლინიკა, რომელიც გაშლილია 250 საწოლზე, ჰქონდეს სანებართვო უფლება ჯანდაცვის უწყებისგან და მას არ გააჩნდეს რეანიმაციული განყოფილება. რა თქმა უნდა ჩვენს გვაქვს რეანიმაციული განყოფილება, 25 საწოლზე, თავისი სანებართვოებით, უახლესი აპარატურებით აღჭურვილი და ძალიან წარმატებულ რეანიმატოლოგთა ბრიგადით“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ ოპოზიციას, რომ ყოვლად მიუღებელია სპეკულირება საკითხებით, რომლებიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას
Next post ალექსანდრე რაქვიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არსებობს საარჩევნო ჯგუფი, რომელშიც არ იღებენ მონაწილეობას და იგივე თემაზე „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან. ეს იყო ცოტა გამაოგნებელია სიტუაციაში