ზურაბ ქადაგიძე:10 წელიწადში უმუშევართა რიცხვი საქართველოში 324 000-დან 175 000-მდე ჩამოვიდა, რაც 21-ე საუკუნეში რეკორდული რიცხვია

Read Time:33 Second

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის სტატისტიკა 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებთან არის შედარებული.

ქადაგიძის თქმით, ეს მონაცემები ქვეყნის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარია.

„მსოფლიო ბანკმა მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის დონის სტატისტიკაა შედარებული 2012 წელთან. 10 წელიწადში უმუშევართა რიცხვი 324 000-დან 175 000-მდე ჩამოვიდა, რაც 21-ე საუკუნეში რეკორდული რიცხვია. ეს არის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარი, რაც აუცილებლად შეუქცევადი დინამიკით უნდა გაგრძელდეს. ამისათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია მშვიდობა, სტაბილური პოლიტიკური პროცესები საქართველოსა და რეგიონში. ეს ფაქტი კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ძლიერ განვითარებადი ქვეყნისა რეგიონში და დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოსი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: მუდმივ რეჟიმში ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ესენი არიან დაკვეთების შემსრულებელი მავნე ძალა – მათი არც ერთი ქმედება ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებს
Next post გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ვფიქრობ, რომ ეს დესტაბილიზაციის თემა არის მათთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც არანაირად არ ჩამოშორდებიან, ვინაიდან მათ გამარჯვებას არჩევნებში პერსპექტივა არ აქვს