ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი

Read Time:40 Second

სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „გამორიცხული არ არის, ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.

„სააკაშვილმა ეს აღიარება სიბრიყვით გააკეთა თუ პატრონებს მესიჯი გაუგზავნა, მიშველეთ თორემ ყველაფერს ვიტყვიო, ეს მეორეხარისხოვანია. აქ მთავარი ერთი რამ არის – მან ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით. ეს არის უმძიმესი ფაქტი – ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი? როცა გახაზული ხარ, არასოდეს სამშობლოს ინტერესებს არ გაატარებ, ყოველთვის დავალების შემსრულებლად დარჩები. ამაზე დიდი ტრაგედია არაფერია!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის
Next post ნიკა მელია-გლდანში „ნაცმოძრაობის“ შტაბს ვანო მერაბიშვილი ანგრევდა, ეს ადამიანი ჩემთვის ზიანის მომტანია