ზურაბ ქადაგიძე: მიხეილ სააკაშვილი ყველა კუბოს ერგება, ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის – “პოლიქრონიონ”

Read Time:49 Second

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელების გავლების მცდელობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გასაღება არ გამოვა, ვინაიდან ის არა მხოლოდ ქართულმა, არამედ საერთაშორისო სასამართლოებმაც დამნაშავედ ცნეს.

“ყველა კუბოს “ბეზრაზმერნი” თავსახური. ნავალნის ავკარგიანობასაც რომ თავი დავანებოთ, მარტივი პარალელია თუ როგორი იმბეცილები არიან მიშა და მისი სექტა… ეს დედიკოსთან ერთად კომპოტსა და ფაფას ოროთახიან პალატაში მიირთმევს, ხოლო ნავალნი უკიდურეს პირობებში გამოკეტეს. მოკლედ, ყველა კუბოს ერგება ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის – “პოლიქრონიონ”.

ხელისუფლებაში ყოფნისას იძალადა, იპარა, იკაიფა და ბოლოს, საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში დაახურდავა. მერე არაჟნის კონტეინერით შემოაპარეს და მას მერე ტირის, ბორგავს, წუწუნებს და მოპარული ფულებით, საერთაშორისო ლობისტებს ქირაობს “ფეიკ”-ავადმყოფობის გასამართლებლად! ვერ გაასაღებთ პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სასამართლომ ცნო სააკაშვილი დამნაშავედ და შესაბამისად, ბოლომდე მოუწევს მსჯავრის მოხდა, როგორც მოძალადე, კორუმპირებულ ნაძირალას!

P.S. ჰო, ნავალნის რაც შეეხება – ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და პრინციპში, სააკაშვილიც ასე დასცინის ქართველ ერს ბიძამისთან საუბარში და ამაში კი ნამდვილად ჰგავს  ნავალნი მიშას!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს, არ სიმულიანტობდა და უყვარდა თავისი ერი. მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია ყველა დაავადებას იგონებს და ეზიზღება ყველაფერი რაც ქართულთან ასოცირდება – ირაკლი ლატარია
Next post ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 38:3 დაამარცხა