ზურაბ ქადაგიძე: მამუკა ხაზარაძემ არ იცის, რომ ადრე მოუწია ჩასაძირად განწირული გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან

Read Time:47 Second

ა, კაცი… განა სულ მევახშეა, ახლა პოლიტიკურ „სტუკაჩად“ იქცა… უგრძნია ადამიანს რეალობა, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი“.

ქადაგიძე ხაზარაძის ამ განცხადებას ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევის მცდელობად მიიჩნევს.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ოპოზიციის „საამაყო“ საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევითა თუ სტატისტიკით, საქართველოს უპირველესად ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ ინსინუაციური პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს შარშან, ევროპის პარლამენტში.

მამუკასაც არ უმტყუნა „ვირთაგვას ალღომ“ და ჩასაძირად განწირული გემიდან ღირსეულად გაქცევა დააპირა. თან საზოგადოების გასაგონად თქვა:
– მე არ გეგონოთ ის კაცი, ვინც ევროპაში ჩვენი ქვეყნის მომავალს ანგრევს, ეგენი სხვები არიანო…
– ვინ სხვები, ბატონო მამუკა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?

მოკლედ, მას შემდეგ, რაც გუშინდელი დღე დაიწყო პრემიერის მხრიდან ამათი სრული გაპარტახებით, ამის „კრისინაიე ჩუწიომ“ უერთგულა და ჩაძირვას გაქცევა ურჩია. ოღონდ, ბატონმა მამუკამ არ იცის, რომ ადრე მოუწია გემიდან გადახტომა, ოპოზიციის ნაპირი ძალიან შორსაა, მისნაირმა ვირთაგვებმა კი კარგად ცურვა არ იციან“, – წერს ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა
Next post საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა