ზურაბ ქადაგიძე: ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება

Read Time:51 Second

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ეს უკანასკნელი შუშანიკს აკრიტიკებს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება

„თანამედროვე რუქაა, საჭურისი სულხან საბას „სიბრძნე სიცრუიდან“ – აბსოლუტური ბოღმა და ბოროტება!

არაფერი დატოვა წაუბილწავი და შეურყვნელი, ყველაფერს გაუკუღმართებული აზროვნებით ხედავს და აფასებს.

ამის ლოგიკით აბო მოღალატე გამოდის, გრიგოლ ხანძთელი კი ამპარტავანი და სამეფო საქმეების განმქიქავი…

შუშანიკს სძულდა შვილებიო, ტყუილია. შუშანიკი შვილებს არ მიიღებს ციხეში, რადგან ვარსქენის ნება აღასრულეს და მაზდეანები გახდნენ, ხოლო შუშანიკი ღმერთს მიმართავს და სთხოვს – შენი მოცემულები არიან და შენვე გაუკვალე გზაო…

ანუ, ეს სიუჟეტიც სათავისო ბოღმით გადათარგმნა და პირდაპირ ახსნა, რომ სძულდა შვილებიო.

მოკლედ, ეს არის თანამედროვე საჭურისი რუქა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება.

ჰოდა, როცა განათლების სისტემაზე ლაპარაკს დაიწყებს ვინმე, ნუღარ გაგიკვირდებათ კატასტროფული მდგომარეობა და აღვირახსნილი უმეცრება, რადგან ასეთი საჭურისები მრავლობენ დღეს და ასეთი აბსოლუტური ბოღმა ასაზრდოებს მომავალ თაობებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: ხშირ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს იყენებენ. ადვილია, ისინი მომართო გარკვეული მიმართულებით და შემდეგ მათ „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინო
Next post ხატია დეკანოიძე: კონსპიროლოგიები ისევ ივანიშვილს აძლიერებს – ნიკას გამოშვებამ ოცნება დაასუსტა და არ გააძლიერა