ზურაბ ქადაგიძე: აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანს დღეში ორჯერ რომ ემგზავრა, იხდიდა მინიმუმ ერთ ლარს, ანუ წელიწადში მინიმუმ 365 ლარს. ცვლილებების შემდეგ, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი

Read Time:55 Second

დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა. თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მუნიციპალური ტრანსპორტის გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე წერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოთ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

„დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა.

თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოთ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

ამ მხრივ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები უფრო მოქნილი და თანამედროვე გადახდის სისტემით იმგზავრებენ.

დამატებით განვმარტავ, რომ აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანს დღეში ორჯერ რომ ემგზავრა, ერთ დღეში იხდიდა მინიმუმ ერთ ლარს, ანუ წელიწადში მინიმუმ 365 ლარს. ცვლილებების შემდეგ, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი. ანუ დღეში ათჯერ რომ იმგზავროს ადამიანმა მაგალითად მეტროთი, ან ავტობუსით, დაუჯდება 250 ლარი.

P.S
ეს არის ფაქტი და თუ გვინდა,რომ დღიური,კვირეული ან ჩვენეული მათემატიკით ვსაზღვროთ ჩვენი პრობლემაა და როგორი სისტემაც არ უნდა შემოგვთავაზონ არ მოგვეწონება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას აპირებს – რა განცხადებას გააკეთებს მეოთხე პრეზიდენტი
Next post მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მიხეილ სააკაშვილით არის ფასადით დასავლური, ინტერიერით კი რუსული ორგანიზაცია და წარმონაქმნი