ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს

Read Time:19 Second

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც პირველ არხს რამდენიმე წყარომ პირად საუბრებში დაუდასტურა, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2012 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია – ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია
Next post უწერენ თუ არა ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტებს. ვიდეო