ზურაბ აზარაშვილი – 3 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი კერძო სექტორში დასაქმდა, 4 300-მა კი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა

Read Time:58 Second

27 800-ზე მეტმა პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დასაქმდა 23 000-ზე მეტი პირი, 3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე, 4 300-მა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების სურვილი, 600-მდე პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ შევთავაზებთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებასაც, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან 20 სექტემბრამდე დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებს ინფორმაციის მიღებისა და კონსულტირებისთვის, ჯამში 61 000-ზე მეტმა პირმა მიმართა, საიდანაც 23 000-მა პირმა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ თავი შეიკავა ან უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე, 2 300 პირი კი არ აკმაყოფილებდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმს და შესაბამისად, დასაქმების კონსულტანტებმა ღია შრომის ბაზარზე დასაქმება შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან რეგისტრირებული თვითდასაქმებულად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში. ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია
Next post ლევან იოსელიანი: მთავარია, პრემიერი იმ ტექსტის ერთგული დარჩეს ქვეყნის შიგნითაც, რაც გაეროს ტრიბუნიდან გაახმოვანა