ზურაბ აბაშიძე სოლოლაკის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო

Read Time:34 Second

მმართველი გუნდის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის, კერძოდ, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩის, მცხოვრებლებთან უბნის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები გააცნეს, რომელთა დაძლევის გზები მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, პანდემიის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გლობალური პანდემიის დამარცხება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მცხოვრებლების საჭიროებებს ყოველდღიურად პირადად ეცნობა. მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება და, საბოლოოდ, მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
Next post საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები ოფიციალურად მიიწვია