ზურაბ აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა კრიმინალურად, შემოიპარა, ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ, მარტო ამისთვის არ უნდა გასამართლდეს?

Read Time:1 Minute, 18 Second

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ კალაძეს დაუჭირა მხარი.

„აქ ჩვენ ვისმენთ შეურაცხყოფებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიაყენებს შეურაცხყოფას კახა კალაძეს და ამით რამეს მოიგებს, გავა აქედან წელგამართული, ძალიან ცდება. ამით თქვენ შეურაცხყოფთ, ასიათასობით ადამიანს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, გამოხატა თავისი ნება და კახა კალაძეს დაუჭირა მხარი. ამ ხალხს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე ნუ გიკვირთ, რომ ხალხი არ გიჭერთ მხარს.

თქვენ სააკაშვილი ახსენეთ არაერთხელ. გასაგებია, რომ კახა კალაძეს მიმართავთ, რადგან მმართველი პარტიის გენერალური მდივანია. დავანებოთ თავი იმას, დანაშაული ჩაიდინა თუ არა, რისთვისაც გასამართლებულია. ქვეყანაში როგორ შემოვიდა ხომ ვერ მეტყვით, კანონის დარღვევით შემოვიდა თუ არა. უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, დანაშაული ჩაიდინა? შემოვიდა კრიმინალურად, შემოიპარა და არის ციხეში დღეს. მარტო ამისთვის არ უნდა გასამართლდეს? ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა უკანონოდ. ტკბილი მოგონებებისთვის რომ არ ჩამოსულა, ეს კარგად ვიცით. არის იქ სადაც არის და დაელოდეთ, დამშვიდდით. ჩვენ უფრო მეტად ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ვიდრე თქვენ ყველა ერთად აღებული.

მე 2010 წელსაც ვიყავი საკრებულოს წევრი და ვიყავი ოპოზიციაში. მაშინ უგულავა იყო ქალაქის მერი და ჩემი თავისთვის არ მიმიცია არასდროს იმის უფლება, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ან მერისთვის, ან საკრებულოს ნებისმიერი წევრისთვის. ვიყავი ოპონენტი, ვაკრიტიკებდი და ვმუშაობდი. კეთილი ინებეთ, თქვენი მანდატი მოირგეთ, ვითანამშრომლოთ, სადაც მოვახერხებთ. ზიზღის ენა დაივიწყეთ. პასუხი იქნება ადეკვატური. მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, პასუხს მიიღებთ. მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან, იმუშავეთ, იზრუნეთ დედაქალაქის პრობლემებზე და ვიმუშაოთ.

მოვედით აქ, რომ მოგვესმინა ქალაქის მერისთვის და დაიწყეთ შეურაცხყოფა. რა კორუფციაზე ლაპარაკობთ? ასიათასობით ადამიანმა კორუმპირებულ მერს დაუჭირა მხარი? კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, პატივი ეცით ხალხს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს – საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას
Next post პენიტენციური სამსახური – ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასა და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე