ზურაბ აბაშიძე: ახლო პერსპექტივაში რუსეთთან სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

Read Time:56 Second

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 31 იანვარს პრაღის მორიგ მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს, მათ შორის არის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს და რომელზეც ხელი რუსეთს ჯერ არ მოუწერია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ კარასინის საგაზეთო ინტერვიუში ამ შეთანხმების განსხვავებული გააზრება იკითხება, სწორედ ამიტომ ქართული მხარე შეხვედრაზე პოზიციების დაზუსტებას შეეცდება.

„მოგეხსენებათ 2011 წლის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში შვეიცარიულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, ახლა რუსეთის ჯერია, რუსეთმაც უნდა გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ბატონი კარასინის ინტერვიუში ამოვიკითხეთ ამ შეთანხმების ისეთი ინტერპრეტაცია, როგორიც პრინციპულად ეწინააღმდეგება 2011 წლის შეთანხმების დებულებებსა და არსს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ პროექტის განხორციელებას, ასე რომ ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი და შევეცდებით, დავაზუსტოთ პოზიციები“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისი თქმით, რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

25 იანვარს გრიგორი კარასინმა “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა სურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე.

აბაშიძე და კარასინი პრაღის ფორმატში ერთმანეთს 31 იანვარს შეხვდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან გორგაძეს იმპერატორის თასი გადასცეს
Next post მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 6 ქვეყანა დასახელდა