ზურაბ აბაშიძე: „არსებული გამოწვევების დასაძლევად გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა“
წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმები გაუზიარა და უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მას, კახა კალაძის გუნდთან ერთად, არსებული პრობლემების დაძლევის კუთხით უკვე შემუშავებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები და განვითარების გეგმა.
ზურაბ აბაშიძე: „მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრია, თავისი არქიტექტურული ძეგლებით, შენობებით, ტრადიციული გარემოთი, გამორჩეული ადამიანებით და ამ განსაკუთრებულ უბანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში რაიონის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, გამოწვევები კვლავაც რჩება.
არსებული გამოწვევების დასაძლევად, ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, გვაქვს ზუსტი ხედვა და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად განვახორციელებთ თბილისში მეტი სიცოცხლისთვის.“
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემაც მიიღო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...