ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიისა და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

Read Time:34 Second

ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ „ფესვებში“ მეგრულ-აფხაზური სახლი გაიხსნა.

სახლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა და ბაღში სიმბოლურად ნერგები დარგო.

ფესტივალის ფარგლებში, ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის გამოცემის „ყილოშტყებამი“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ერთადერთი გამოცემა, რომელსაც აქვს წინათქმა სვანურად, ლაზურად და მეგრულად. წიგნი საჩუქრად ლაზებს და თურქეთში შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს გადაეცათ.

ფესტივალი აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის, ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვების“ ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაში პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან, შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლები თურქეთში, ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ელბაქიძე მსოფლიო ჩემპიონია
Next post თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინეს