ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ბოლოს იდიოტობების გაკეთება დაიწყო – ივანიშვილიც, რომელიც რაციონალური კაცია, სისულელეებს აკეთებს

Read Time:1 Minute, 4 Second

როდესაც „ოცნება“ ამობილიზებს მხარდამჭერებს, ამით ავტომატურად მათი მოწინააღმდეგეების მობილიზება ხდება, ანუ ფულს ესენი დახარჯავენ, მანქანებით ხალხს ჩამოიყვანენ, ამ დროს მათი მოწინააღმდეგე, პირიქით გაღიზიანდება და ეს ძალით გაკეთებული აქცია, მეორე მხრიდანაც  აქტიურობას გამოიწვევს,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„29 აპრილს დაგეგმილი აქციით „ქართულ ოცნებას” თავისი მხარდამჭერების მობილიზება და გამხნევება უნდა, რომ აი ნახეთ, რამდენი ვართ, ბევრი ვართ და ბევრნი არიან. 200 ათასი კაცი საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს და არავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ამ აქციას აქვს რამდენიმე ასპექტი, ძალიან ცუდი ხელისუფლებისთვის, პირველი – როდესაც ისინი ამობილიზებენ თავიანთ მხარდამჭერებს, ამით მობილიზება ხდება მათი მოწინააღმდეგეებისაც ავტომატურად. ანუ ფულს ესენი დახარჯავენ, მანქანებით ხალხს ჩამოიყვანენ, ამ დროს მათი მოწინააღმდეგე, პირიქით გაღიზიანდება და ეს ძალით გაკეთებული აქცია, მეორე მხრიდანაც იწვევს აქტიურობას. როდესაც 2012 წლის არჩევნები მოდიოდა, მაშინ სააკაშვილმა გადაწყვიტა სტადიონზე ჩაეტარებინა აქცია. ჩვენ, მაშინდელ ოპოზიციას ძალიან მოგვწონდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერები უფრო მეტად მოტივირებული გახადა ამ აქციამ, მითუმეტეს როდესაც ვნახეთ, რა შემადგენლობის იყო ის აქცია. მაშინაც, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების მობილიზება გააკეთა და სანამ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლას დაამთავრებდა, ხალხმა სტადიონიდან წასვლა დაიწყო, ვერ დააკავეს, რამაც დიდი სტიმული მისცა მაშინდელ ოპოზიციურ ამომრჩეველს. ძალა გაქვს ჭკუა არ გჭირდება – ემართება ყველა ხელისუფლებას. სააკაშვილიც გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ იდიოტობების გაკეთება დაიწყო ბოლოს. ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ძალიან რაციონალური კაცია, ასეთ სისულელეებს აკეთებს”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა
Next post ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო – ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს