ზვიად ძიძიგური: ნარკორეალიზატორი ჩემთვის სერიული მკვლელია

Read Time:41 Second

ნარკორეალიზატორი ჩემთვის არის სერიული მკვლელი, მარგველაშვილი კი იწყალებს ამ ხალხს, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური. მან გადაცემა “პირისპირში“ პრეზიდენტის მიერ ნარკორეალიზატორების შეწყალებაზე ერთგვარი სტატისტიკაც მოიყვანა.

“20014 წელს მან შეიწყალა 18 ნარკორეალიზატორი, 2015-ში -18, 2016-ში – 15, 2017-ში -4. წელს ჯერ არ შეუწყალებია“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

მისი თქმით, ნარკორეალიზატორის მიმართ არავითარი ლიბერალიზაცია არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტი კი სრულად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს.

უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის 30 მარტს დაკავებული ირაკლი ქორიძის შესახებ  განაცხადა, რომ მას 2011 წელს ნარკორეალიზაციისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი და ის

პრეზიდენტმა 2014 წელს შეიწყალა.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქორიძის შეწყალებაზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძიძიგურის პოლიტიკური გუნდის წევრის ეკა ბესელიას კომიტეტმა გაუგზავნა. ამასთან შეწყალების კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ქორიძის შეწყლებაზე პრეზიდენტისთვის კომისიის რეკომენდაცია ეფუძნებოდა იმას, რომ საქმე გამოძიებული ფაქტობრივად არ იყო და მასალებში მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იკითხებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნარკოდანაშაულისთვის შეწყალებულების სტატისტიკა
Next post სოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს