ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ

Read Time:56 Second
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქუთაისის მერობის კანიდატი იოსებ ხახალეიშვილი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატი წარუდგინა, რომელმაც მათ საკუთარი ხედვები გააცნო.
“დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლესობა კარგად იცნობს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და კიდევ უფრო მეტად გაიცნობთ მერად არჩევის შემთხვევაში, რადგან მას აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს ქუთაისის ღირსეული მერი, აკეთოს საქმე, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს წაადგება და უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებს. მას აქვს ძალიან დიდი გეგმები, მიზნები, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს თქვენი მხარდაჭერით”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზრუნვა როგორც მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ასევე თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე.
“ჩვენ თითოეულ თქვენგანთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ნიჭის აღმოჩენასა და ხელშეწყობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რადგან სწორედ თქვენ დგახართ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე –  მშობლები და სახელმწიფო გაბარებთ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასს – ბავშვებს”, – მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.
დაგეგმილ არჩევნებთან ერთად საუბარი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასაც შეეხო და როგორც აღინიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ბავშვების და აღმზრდელების ჯანმრთელობა და ამ მხრივ უსაფრთხოება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სონღულაშვილი: ევროპარლამენტარებისგან ბევრი პოზიტუური განცხადება მოვისმინეთ იმ ევროპული გზის მიმართ, რომელიც არჩეული აქვს ჩვენს ქვეყანას
Next post ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირეა დასრულდება