ზვიადაური: სპორტსმენებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას ვიწყებთ

Read Time:37 Second

„ჩვენ გავერთიანდით ისევ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ გაორმაგებული ძალებით“- ამის შესახებ imedinews- ს ოლიმპიურმა ჩემპიონმა და “ქართული ოცნების” წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა განუცხადა.

სპორტსმენის განმარტებით, ის უკვე ახმეტაში იმყოფება, რათა ძველ გუნდთან ერთად სისხლიან რეჟიმს ებრძოლოს.

„ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა წამოვედი პარლამენტიდან ვთქვი, რომ ვრჩებოდი ქართული ოცნების რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. ნაციონალების წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს.

ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში” – აცხადებს 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ ზვიადაური.

სპორტსმენების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საბრძოლველად, საგანგებო შტაბის შექმნას გეგმავენ

სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები.

მათი განცხადებით, საზოგადოება დგას რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდება სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილს აპატია
Next post ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი