ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

Read Time:53 Second

იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.

დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.

2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი.

ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შეხვედრებს მართავს
Next post არჩილ თალაკვაძე: უკვე იმის მომსწრეც გავხდით, რომ რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის შემდეგ შეტევას რეფორმების გეგმაზე ახორციელებს