ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მუშა გარდაიცვალა

Read Time:19 Second

რამდენიმე წუთის წინ საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ის დაახლოებით 40 მეტრ სიმაღლეზე იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post NASA დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის დასაშლელად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
Next post აშშ-ის ელჩი იან კელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ შეხვედრას მართავს