ზელენსკი: რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის აქციებზე, მინდა ვუთხრა, ჩვენ თქვენ გხედავთ!

Read Time:27 Second

ზელენსკიამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

“რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც გამოდიან აქციებზე, მინდა ვუთხრა, ჩვენ თქვენ გხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაიგეთ და ჩვენდამი ნდობა გიჩნდებათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ”. – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს. რუსებმა კონტროლი აიღეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე, ასევე ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური. ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. წინასწარი მონაცემებით, გარდაიცვალა უკრაინის 137 მოქალაქე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანგელა მერკელი: დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთისა და პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო მოუღოს
Next post მეუფე იაკობი: მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია