ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი მიიღო

Read Time:40 Second

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ რაიანმა უკრაინის ელჩს შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვას ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თავისუფლების მედალი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მაღალი ჯილდო აღიარებს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობას და მილიონობით უკრაინელის სულის დაუმარცხებლობას, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელი ცივილიზებული სამყარო, იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელსაც პრეზიდენტმა რეიგანმა სიცოცხლე მიუძღვნა.

თავისუფლების მედალი დაარსდა პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ფონდის მიერ 1992 წელს. იგი ენიჭება გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს „მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი და მარადიული წვლილისთვის“.

ჯილდოს მთელი არსებობის მანძილზე მისი ლაურეატი მხოლოდ 10 ადამიანი გახდა, მათ შორის ლეხ ვალესა, მიხაილ გორბაჩოვი, კოლინ პაუელი, მარგარეტ ტეტჩერი.

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდი კერძოა და დაარსდა შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის სიცოცხლეში. მისი მისიაა იმ ღირებულებებისა და პრინციპების შენარჩუნება, რომლებსაც პრეზიდენტი რეიგანი ასწავლიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ პოდოლიაკი- მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე: ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესების კუთხით მცირე პოზიტიური ძვრებია
Next post 7 მარტის საღამოს უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს