ზაქარია ქუცნაშვილი – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუცხადა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზისა და მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის წესის არარსებობის გამო, არ შეიძლება, პროცესი გამოყენებული იყოს გარკვეული ჯგუფის მიერ, გარკვეული კანდიდატების დასახელებისთვის .
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იურისტს თანასწორი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და მოსამართლედ გამწესდეს. თანასწორობის პრინციპი დაირღვა, როცა კონკურსის არ გამოცხადებით ეს უფლება ერთმა ჯგუფმა მოიპოვა და სხვა დანარჩენს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა. თანასწორობის პრინციპი დარღვეულია, რადგან ყველა მოსამართლესა და იურისტს არ მიეცა საშუალება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პარლამენტის წევრთა უმრავლესობაში არის ასეთი განწყობა – მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლეები სჭირდება, პროცესი იმდენად ჯანსაღი და ობიექტური უნდა იყოს, რომ არავის მიეცეს კრიტიკის საშუალება. თუ პროცესის სათავე არ იქნება ჯანსაღი, გამჭვირვალე და თანასწორი, შედეგები დადებითი ვერ იქნება. ან თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი პირობები, ან პარლამენტმა უნდა დაადგინოს წესი, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაიცვას “, – განაცხადა ქუცნაშვილმა
1tv.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...