ზაზა პაპუაშვილი: ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ

Read Time:1 Minute, 23 Second

ჩვენი საზოგადოება, ხალხი ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს; ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას, – ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მოვდივარ იმიტომ, რომ მოვეფერო და სიყვარული ავუხსნა ჩემს ქვეყანას დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ. მოვდივართ იმიტომ, რომ არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობისა და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით. ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება. ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ. შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა. მოვდივარ იმიტომ, რომ საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად. ვილაპარაკოთ სიმართლე. დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა. არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და საკადრისი პასუხი გავცეთ ყველას. მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან თუ ხალხებთან მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე.

ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას – ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ. გვინდა, სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა მიიღონ და აღიარონ საქართველო ისეთი, როგორიც ის ღმერთმა დალოცა და გააჩინა და ნურც ნურავის მოუვა აზრად, მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება. ჩვენი საზოგადოება, ხალხი ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს. ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას; ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას. დაუსაბუთებელ რეზოლუციებსა და სანქციებს, დამცირებასა და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევასა და სიმშვიდის დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ“ მიმდინარეობს, რომლის მთავარი სლოგანია – „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ქართული ჯარი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს
Next post რუსუდან შარაძე – მამაჩემი სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით, ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ, მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები