ზაზა ლომინაძე: როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და როდესაც მშპ თითქმის 80 მილიარდს აღწევს, ჩვენი ოპონენტებისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ

Read Time:1 Minute, 14 Second

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჯანდაცვის სისტემის მიმართ პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეეხნენ და აღნიშნეს, რომ თურმე ამ კუთხით ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს. როგორ შეიძლება არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ 6.8 მილიარდი ლარია 2023 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი. საპენსიო დანამატები იზრდება ყველა ასაკობრივი პენსიონერის მიმართ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წელს ზემოთ მყოფი ჩვენი მოსახლეობა 440 ლარს აიღებს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 150 ლარამდე გაიზარდა უმწეო ბავშვთა დახმარება, გაიზარდა შშმ პირთა დახმარება და 340 ლარზე ავიდა. ითქვა, რომ ზოგ დაავადებებს ვერ მკურნალობენ რეგიონებში, – მკურნალობენ და თან ძალიან კარგად. როგორც ჩანს ჩემი კოლეგა ვერ ხედავს რა სიხშირით მოძრაობენ ჩვენი 112-ის და კატასტროფის ბრიგადის მანქანები და რა შრომა უწევთ ჩვენს მედიკოსებს იმისათვის, რომ ყველა პაციენტს დროული დახმარება გაუწიონ. როგორ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ექიმებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს წინა წელს თითქმის გაუორმაგდათ ხელფასი და ხელფასის მატება იგეგმება მომავალი წლისთვისაც. როგორ არ აღვნიშნოთ, რომ ისეთი იშვიათი დაავადებების დაფინანსება, როგორიც გაფანტული სკლეროზი და სპინალური ატროფიაა, პირველად ხდება ბოლო წლების განმავლობაში. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მედიკამენტებზე ფასის კლება. თურქეთის ბაზრის გახსნამ ჩვენს პენსიონერებს საშუალება მისცა, რომ დაეზოგათ გადასახადები. 2023 წელს ვგეგმავთ კიდევ გაიზარდოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა, რომელიც წელს კიდევ ვერ ფინანსდებოდა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა თითქმის 80 მილიარდ აღწევს, ოპონენტების კრიტიკას ვერ მიიღებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: აგრესორი უნდა დაისაჯოს – ეს ომი ახლა უნდა მოვიგოთ, რათა რუსული ტანკები ვარშავაში ან პრაღაში არ აღმოჩნდნენ
Next post დათო მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილი ბულინგსა და შანტაჟს არ ექვემდებარება