ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე – ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია

Read Time:1 Minute, 30 Second

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარს ვამბობთ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება. ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„გაცილებით გაგვიჭირდება ამ საპროტესტო მუხტის მობილიზება, თუ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში. დღეს ეს მოცემულობა დადგა და ამ მოცემულობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენ ჩათრეული ვართ პოლიტიკური კრიზისის პროცესში და დროზე უნდა დასრულდეს, რომ რეალურად დავიწყოთ ხალხის პრობლემებზე მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისკენ წავა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ არის, ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი დეპუტაცია მუდმივად იყო პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ქუჩის აქციები არ იმართებოდა. ცოტა არის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქცია გამართო? რა ხდება ქვეყანაში? რა ეკონომიკური პირობებია, გაღატაკებული მოსახლეობაა. პარლამენტში ჩვენ შევდივართ იმისთვის, რომ ეს პრობლემები წინა პლანზე დავაყენოთ. ოპოზიცია ამ პრობლემებს ვერ აგვარებს, ამას აგვარებს ხელისუფლება. ჩვენ ბუნებრივია ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ქუჩის ოპოზიცია. ვიდრე ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, ეს ორივე სეგმენტი უნდა იყოს ძალიან აქტიურად გამოყენებული. ვერც მარტო საპარლამენტო მუშაობა და ვერც მარტო ქუჩის პროტესტი ვერ მოაგვარებს ამ ვითარებას, ვფიქრობ, ორივე ერთად უნდა იყოს წამოდგენილი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, შესაძლოა გადაწყვეტილებას კიდევ 2 კვირა დასჭირდეს.

„გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევად. ამიტომ ვამბობ, რომ ხვალ და ზეგ არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და სავარაუდოდ, არც ერთ კვირაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ამ მხარდამჭერებში ბევრს სურს, რომ პარლამენტში შევიდეთ და ასევე არიან ისეთებიც ვინც მხარს არ გვიჭერს ამ მიმართულებით. ამიტომ მათ უნდა გავაცნოთ ჩვენი არგუმენტები და მათიც მოვისმინოთ. ვფიქრობთ, ეს გარკვეული პერიოდი გაიჭიმება. სავარაუდოდ, კიდევ ორი კვირა ვერ მივიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ნაჩქარევი გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააზიანებს პარტიას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად მსჯელობენ
Next post ვასილ ჩიგოგიძე – მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია