ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან ფხიზლად, ძალიან მომზადებულები ვართ ამ არჩევნებისთვის

Read Time:36 Second

ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა მოვისმინოთ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტია გაყალბებების თავიდან ასაცილებლად ყველანაირად მზად არის.

„კომენტარიც კი ზედმეტია ამ ყველაფერზე. გასაგებია ხელისუფლების ჩანაფიქრი ახლა. გასაგებია, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან ყველა გაყალბების სქემა აამუშაონ, რაც მათ შემუშავებული ჰქონდათ წლების განმავლობაში: ეს არის მიწერები, კარუსელები და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ფხიზლად, ძალიან მომზადებულები ვართ ამ არჩევნებისთვის, მათ შორის ტექნიკურადაც ვარ მომზადებულები, რომ ყველანაირი გაყალბების ფაქტი ავიცილოთ თავიდან. ასე რომ, ტყუილად ხელი ნუ წაუცდებათ გაყალბებისკენ. ყველა ფაქტი იქნება გამოვლენილი“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების პროცესისადმი ჩრდილის მიყენების გეგმას ფლობს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა
Next post ნოდარ ტურძელაძე: 31 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი საქართველოს წარმატებულ მომავალს