ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია ამნისტიის შესახებ კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს. დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტია 19 აპრილის შეთანხმებას სწორედ ამის გამო არ აწერს ხელს.
„ყველა პუნქტის განხილვაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. სასამართლო სისტემის რეფორმით დაწყებული, საარჩევნო სისტემის რეფორმით გაგრძელებული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიღებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.