ზაალ უდუმაშვილი – „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს რღვევის პროცესი, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა

Read Time:46 Second

ეს არის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არის რღვევის პროცესი, რომელიც ძალიან საჯაროა და სააშკარაოზე გამოვიდა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ქართული ოცნების“ ექვსი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება.

მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა გახარიას თანამდებობის დატოვებაც.

„სწორედ ამას ემსახურებოდა გახარიას წასვლაც თანამდებობიდან და სხვადასხვა მინისტრების გადადგომაც. დღეს ვნახეთ, რომ მინისტრებიც ახალ ბანაკში მიდიან. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც აპირებს რაღაც სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდეს ოპოზიციურ ველზე, ჯერ არის მხოლოდ განცხადებები. ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი ქართული საზოგადოებისთვის. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება 20 ივნისს და მას აუცილებლად მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა.

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვიდრე ჩვენ არ ვიცით პასუხები კითხვებზე. ეს ძალიან მალე გამოჩნდება, არ სჭირდება დიდი დრო, რა როლს ასრულებს გახარია და არის თუ არა ის ივანიშვილის სატელიტი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცედენტი იქნება
Next post არჩილ თალაკვაძე: „ქართულ ოცნებას“, ჩვენი კოლეგების უმრავლესობიდან გასვლის მიუხედავად, პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება