ზაალ ანჯაფარიძე: თსუ-ში ნინო ლომჯარიასთან შეხვედრაზე რამდენიმე სტუდენტმა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ გამოიჩინა, რასაც მათი ბულინგი და სუსის აგენტების იარლიყის მიკერება მოჰყვა

Read Time:1 Minute, 0 Second

რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე რომლის თემაც იყო,კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა მათთვის არასასურველი კითხვა დასვა, რის გამოც, სტუდენტებს მოსთხოვეს ვინაობის დასახელება და ტელეფონის ნომერი.

„რატომ არ მჯერა მე და რატომ არ სჯერა ბევრს მიტინგის მოთავე თუ მონაწილე ერთი ჯგუფის პროევროპულობის? იმიტომ რომ მეთოდები აქვთ არა ევროპული, არამედ კომუნისტური და ჩეკისტური. ახლახანს მაცნობეს თსუ-ში მომხდარი, როგორც მეუბნებიან, რეალური ამბავი. ნაცებთან დაახლოებულმა პროფესურამ თურმე აუდიტორიაში სპიკერად მიიწვია ნინო ლომჯარია, რომლისგანაც ჯერჯერობით წარუმატებლად ძერწავენ ლიდერს. მოკლედ, იმ შეხვედრაზე, რომლის თემაც იყო კანონპროექტი უცხოელ გავლენის აგენტებზე, რამდენიმე სტუდენტმა გამოავლინა „ზედმეტი ცნობისმოყვარეობა“ და დასვა „არასაჭირო“ კითხვები, კერძოდ რა იყო ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ გამჭვირვალობაში და ა.შ. იქ იმათ თურმე დღე აყარეს! სანამ დარბაზს დაატოვებინებდნენ ჩეკისტურ სტილში დაუწყეს ბულინგი, მოსთხოვეს ვინაობის და ტელეფონის დასახელება, უწოდეს სუს-ს აგენტები, ნასედკები და ა.შ. როგორც ჩანს, ცნობილი ლოზუნგი „ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“ ყველამ თავის თარგზე მოჭრა.“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაჩო დოლიძე ლევან იოსელიანთან დაკავშირებულ ინციდენტზე: არასდროს არ ვყოფილვარ ძალადობის მომხრე – „ქართული ოცნების“ წევრიც კი რომ ჩამოვიდეს და მასზე იძალადონ, არ ვარ ამის მომხრე
Next post აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ქვებს და სხვადასხვა საგნებს ესვრიან – ჩამსხვრეულია მინები