ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე: ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება

Read Time:34 Second

გიორგი გახარიას განმარტებამ ერთ ერთ მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მისი გადადგომის რეალური მიზეზი, აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრების მეთოდი, რომელიც ჩემი აზრით სრულიად კანონიერად განხორციელდა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოს ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა კანონდამრღვევის რეგალიების და სტატუსის მიუხედავად, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„აღმოჩნდა, რომ გახარიას რაღაც მომენტში გაუჩნდა ფუნდამენტალური წინააღმდეგობები “ქ/ოცნებასთან” და მის პოლიტიკასთან, და ამაზე მან ღიად ისაუბრა. შესაბამისად, გადადგომის რეალური მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თუ ასეა, მაშინ ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება. სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილსაც, რომელმაც „მოულოდნელად“ აღმოაჩინა რომ მის „მემარჯვენე“ პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა“. – წერს ანჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის
Next post იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხო არ გავწუწოთ, თან ზაფხულია და არ ეწყინებათ